ნეტავ არსებობს ისეთი ძალა,
რომ დამიბრუნოს განვლილი წლები.
წლები კი არა, ის სიხარული
ხელს რომ ხვდებოდა თბილი ხელები.
ეჰ, ის ხელები, დედას რომ ჰქონდა, _
დედას რომ ჰქონდა, ეჰ, ის ხელები! _
ამაოდ ვნატრობ, დრო_ჟამს ჩაბარდა.
წლები, ხელები, ხელები, წლები. . .
ქართულ მიწაზე ყოველ ცისმარე
იბადებოდა თვით ორფეოსი,
მამადავითის მჭმუნვარ საფლავებს
აცხიათ მადლი საქართველოსი.
აფსუს! რამდენმა კარგმა ქართველმა
დაჭრილ მხეცივით ტყეში იარა,
ბოლოს უწამლა ქართულმა მიწამ
და განუკურნა მწველი იარა.
აქ, აქ გაფრინდა ტატოს მერანი,
ხოხობზე, ვეფხზე იშვა სიმღერა;
აქ მიმოიბნა აკაკის ლექსი,
გლეხმა "ურმული" აქ წაიმღერა.
აცალე, ისევ გაზაფხულდება,
გაიკვირტება ფოთლები ხეთა. . .
მე ის მეყოფა რომ ვარ ქართველი
და გულში მიკრავს ბებერი მცხეთა.
გოგოვ
აპრილის მსგავსად ზეცად ვიქცევი,
შენთვის ვიქცევი ზეცად,
გაგიშლი ვარსკვლავებს:
_ არ მინდა მარტო ყოფნა
მოდი გამათბე ცქერით,
მიენდე ამ მკლავებს.
გოგოვ მაკმარე დუმილი,
ერთხელ გამეცი ხმა,
მე სიყვარულმა დამღალა,
გადამითეთრდა თმა.
ერთხელ მეჩვენე თორემ ეს გული
შენი ლოდინით დაიღალა,
ვგრძნობ რომ დავობლდი და სიყვარული
წამწამზხე ცრემლად დაიღვარა.
თითქოს გაშლილ მე იასამნებს,
ვეალერსები შენზე ფიქრით,
დადუმებულხარ, იმას ვერა გრძნობ
რომ წლები მიჰქრის, მიჰქრის.
მე იასამნის იმ ტოტს ვინახავ,
წარსულს, სიყვარულს რომ მახსენებს
ვიცი შენც ასე ტკბილად მიგონებ,
და ჩემს სახელს ჩუმად ახსენებ,
თითქოს ძილშიაც მე იასამნებს
ვეალერსები შენზე ფიქრით
დადუმებულხარ, იმას ვერა გრძნობ
რომ წლები მიჰქრის, წლები მიჰქრის.
თეთრი ვარდები
წარსულს მაგონებს და შენთან ყოფნას
ციდ მოფრენილო ანგელოზო, თეთრო ფერიავ,
შენ ბაგეთ, ვიცი, ვერასოდეს ვერ შევეხები,
რაც იყო გაჰქრა, ფიქრობ ალბათ, არაფერია.
ძალა მერთმევა, ვეღარა ძლებს გული უშენოდ,
მაგ შენ თბილ ალერსს ჟამი წამგვრის, _ აღარ მომასწრებს.
თმადათოვლილი, დავრდომილი, გულგატეხილი
შევეფარები უდაბნოში სადმე მონასტერს.
ნუღარ მახსენებ, თოვლივით გაჰქრა ის ტკბილი დღენი
ჩემო ფერიავ, მოვლენილო თეთრო ასულო,
ვარდებს ვუყურებ და ისევ ჩემთვის ჩუმად ვღიღინებ
ნუ სტირი გულო, ნუ სტირი სულო.
ღამით ლანდივით დავივლი თბილისს,
მომაგონდება _ ერთ დროს ვბრწყინავდი.
მაშინ ჩემს მხრებზე იწვა ქალაქი,
ღამით ლანდივით დავივლი თბილისს
აქ ვბრძანე მწუხრიც და განთიადიც,
გიგონებ, შენზე ფიქრმა დამღალა,
ვიხსენებ იას, _ იისფერი პერანგი უჩნდა,
_ ვეღარ მოგიტან ტუჩთან მაყვალა. . .
აპრილის იას
ვერ მოგიტან ალისფერ ტუჩთან.
იმ ქვეყანაზე წამსვლელები ძაან ბევრია
მაგრამ თან ჩაჰყვეს, კუბოს გარდა, არვინ მინახავს.
1974 წ.
მე თბილისის მოტრფიალე ვარ,
იმის სახეს გულში ჩავიკრავ,
თბილისის ლბილ მიწას ვენაცვალე,
უბერებელ მტკვარს გავცქერი კვლავ.
სულ არ მინდა ცხოვრების გზა ნაქარგი,
ფიროსმანის შესანდობარს ვსვამ.
ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე,
მომიტევოს ჩემმა თბილისმა.
წლები გადის, გადავიღალე,
თურმე თეთერი გამომერია;
როგორც თბილისს ეგ სიბერე, ისე,
იმის შვილსაც ვერ მომერია.
სულ არ მინდა ცხოვრების გჰზა ნაქარგი,
ფიროსმანის შესანდობარს ვსვამ.
ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე,
მომიტევოს ჩემმა თბილისმა.
გამიღიმე, ნუ მაწვალებ, მაგ შენს თვალებს ვენაცვალე,
ბულბულს ჰგევხარ, ბულბულს _ ჰანგებით;
აღელვებულ ზღვასა გავხარ,
რატომ ახლოს არა მყავხარ,
წმინდანი ხარ, მარწყვის ბაგენით.
უშენობით სუნთქვა მეკვრის,
თვალთ მაკლდება, ღონე მერთმის,
რა ვქნა, მითხარ, ან რა ვიღონო?
ღმერთი ხარ თუ მოჩვენება,
რით გავუძლო მაგ მშვენებას,
რა მომელის, რა მოვიგონო?!
ეგ ღიმილი შენი, გულებს გვიხარებს,
მაგ ლამაზი გრძნობით იაც იხარებს. . .
მუხამბაზი
რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს,
ეგ თვალები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს.
ცრემლის ნამი, რა ვქნა, მე არ მასველებს,
ძილის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს.
ვგრძნობ, უშენოდ დღენი როგორ მაკლდება,
გაგიღიმო, მითხარ, რა დაგაკლდება!
არა, არ მსურს მოწყენილი გიხილო,
ამას მიჯობს სამარეში მიხილო.
მოხიბლული მაგ შენ თვალით, წამწამით,
განა ვლოთობ _ არ იფიქრო ეგ წამით.
დღე ვდარდობ და ღამით დავეხეტები,
მე მიჯნური ღობე _ ყორეს ვედები.
ღარიბი ვარ, არ მაქვს ზურმუხტ _ ლალები,
სიყვარულით, ბედით განაწამები,
სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები,
დროზე მომკალ, ზედ დამადნე ლალები. . .
ტატოსავით ლექსს ვწერ, არა მწყინდება,
შენზე ფიქრი არასდროს მომწყინდება,
გულის ვარდო, იცი, რა ფაქიზი ხარ?!
თვალს გავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ. . .
მაგ თვალებს ვუმზერ, გულს უხარია,
ეს მერამდენედ გინატრა გულმა,
ბავშვივით მინდა ხელით გატარო,
ნუკრივით შენზე შეყვარებულმა.
ეგ სიახლოვე მე თავბრუს მახვევს,
და მასულდგმულებს ეგ შენი სუნთქვა.
ხომ იცი გული, გული რასა გთხოვს,
შენ რომ მიყვარხარ, არავის უთხრა,.
ფრაგმენტები
. . . აღარავინ მყავს მე კალმის გარდა,
მასაც მოსწყინდა რომ მემსახუროს
_კ ალმისაც მესმის. . .
მე წავალ, შენ ვით ქვრივი მერცხალი,
ქვრივ მერცხალივით მოსძებნი სულ სხვას. . .
. . . თბილისის ქუჩები, ღამით რომ შემხვდნენ
იცით რა მითხრეს?
_ რითმები!
_ თითები!
вторник, 30 марта 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
LuckyClub Live Casino | Free £10 No Deposit Bonus Code
ОтветитьУдалитьLuckyclub is the most exciting site for you to play with friends and earn real luckyclub.live money with no deposit and no deposit required. All new players can receive the £10 free
JAMURIA CASINO & GULF LTD - JTA Hub
ОтветитьУдалитьJAMURIA CASINO & GULF LTD. - Find out 안산 출장마사지 more about JAMURIA CASINO & GULF 춘천 출장안마 LTD in West Virginia. 춘천 출장샵 JAMURIA CASINO & GULF LTD 김제 출장안마 is a 501(c)(3) corporation. 문경 출장샵